ჩოგბურთი

14:43 | 25.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

სტოსურმა და ჟენგმა ავსტრალიის ღია პირველობა მოიგეს

ავსტრალიის ღია პირველობის ქალთა წყვილთა თანრიგის ფინალში ავსტრალიელმა სამანტა სტოსურმა და ჩინელმა შუაი ჟენგმა ფრანგი კრისტინა მლადენოვიჩის და უნგრელი ტიმეა ბაბოშის დუეტი 6:3, 6:4 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 37 წუთს გაგრძელდა. ფინალში ფავორიტებად ბაბოში-მლადონოვიჩის წყვილი იყო შერაცხული, ისინი ტურნირზე მეორე ნომრად იყვნენ განთესილები, ხოლო სტოსური-ჟენგის წყვილი განუთესავი იყო.

პირველ სეტში ევროპელები 3:1-ს იგებდნენ, მაგრამ მეტოქემ ზედიზედ ხუთი გეიმი მოიგო. მეორე პარტიაში კი 3:3-ზე სტოსურმა და ჟენგმა ბრეიკი შეასრულეს და მატჩის ბედი გადაწყვიტეს.

ავსტრალიელმა და ჩინელმა ჩოგბურთელებმა ავსტრალიის ღია პირველობა კარიერაში პირველად მოიგეს.

გამარჯვებულებმა (თითოეულმა) 750 000 ამერიკული დოლარი და 2000 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავეს. ხოლო ფინალისტებმა - 375 000 დოლარი და 1300 სარეიტინგო ქულა.

0.126126