ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე ავსტრალიურ ბარნიში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 60 ათასი დოლარი) ნახევარფინალში გავიდა და ხვალ დილით ფინალის საგზურისთვის იბრძოლებს.
დღეს, გორგოძემ ძალები ესპანელ სილვია სოლერ-ესპინოსასთან მოსინჯა და 6:4, 5:7, 6:1 იმარჯვა. ნახევარფინალში ჩვენებურის მეტოქე ავსტრალიელი ბელინდა ვულკოკი იქნება და შეიძლება ითქვას, რომ ჩვენებური აშკარა ფავორიტია.
საქმე ის გახლავთ, რომ 24 წლის მასპინძელს, რომელმაც ასპარეზობა კვალიფიკაციიდან დაიწყო, მსოფლიო რეიტინგში მხოლოდ 774-ე ადგილი უკავია, ეკო კი 164-ეა.
ვთქვათ ისიც, რომ მე-2 ნახევარფინალში ერთმანეთს ესპანელები სორიბეს ტორმო (პირველი განთესვა) და ბადოსა გიბერტი (მე-6) დაუპირისპირდებიან.