გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ოთხი შეხვედრა გაიმართა.
„ოკლაჰომამ“ შინ „ნიუ ორლეანი“ 122:116 დაამარცხა. „ოკლაჰომა“ მატჩის მეორე პერიოდში დაწინაურდა, მას შემდეგ ნიუ ორლეანელები მატჩის ბოლომდე მდევრის როლში გახლდათ. რასელ უესტბრუკმა მიმდინარე სეზონში მე-15 და კარიერაში 119-ე სამმაგი დუბლი შეასრულა. უესტბრუკი სამმაგი დუბლების რაოდენობით ნბა-ს ისტორიაში მხოლოდ მეჯიქ ჯონსონს (138 სამმაგი დუბლი) და ოსკარ რობერტსონს (138) ჩამორჩება.
„გოლდენ სტეიტმა“ გასვლაზე „ვაშინგტონი“ 126:118 დაამარცხა. პირველი პერიოდში „მეომრებმა“ უპირატესობა მოიპოვეს და მატჩის დედაქალაქები მდევრის როლში იყვნენ. ყველაზე მეტი 38 ქულა სტეფ კარიმ ჩააგდო. „ვაშინგტონში“ 27 ქულით არიზა გამოირჩა. „ოქროს შტატელები“ 34 მოგებით და 14 წაგებით დასავლეთ კონფერენციას ლიდერობენ.
„ოკლაჰომა“ – „ნიუ ორლეანი“ 122:116 (28::28, 37:25, 33:29, 24:34)
https://www.youtube.com/watch?v=KuayofZn46I
„ვაშინგტონი“ – „გოლდენ სტეიტი“ 118:126 (28:37, 31:30, 33:37, 26:22)
https://www.youtube.com/watch?v=YRpgpQ0MJUo
„ფინიქსი“ – „პორტლენდი“ 106:120 (31:30, 21:26, 24:32, 30:32)
https://www.youtube.com/watch?v=XUuAXPvs-TM
„ლეიკერსი“ – „მინესოტა“ 105:120 (29:28, 32:30, 21:26, 23:36)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გუშინაც დავწერე რომ მგლებისთვის ეს თამაში იყო ძალიან მნიშვნელოვანი და კი მოიგეს. მომდევნო 10 თამაში ლეიკერსზე უკეთესი კალენდარი აქვთ და თუ ლებრონი არ დაუბრუნდა ლეიკერს 2-3 მოგებითაც (თუ მეტით არა) გაასწრებენ მომდევნო 10 თამაშში. თუ ლებრონი დაბრუნდა მაშინ უფრო თანაბრად მივლენ დასკვნით ეტაპზე.კლიპერსი კი მომდევნო ათიდან ნახევარს მაინც მოიგებს და შეინარჩუნებს უპირატესობას ამ ორთან. შვიდეულს კი ვერაფერს უზამს ეგ სამეული რეგულარულში
ყ ეობს ლეიკერსი რა დღეს მნიშვნელოვანი მატჩო წააგეს.ინგრამი მეტს რატო ვერ აკეთებს რა.რონდოს მთელი განვლილი რეგურალირი გაუცდა და ტიპი მაინც საუკეთესო იყო დღეს გუნდში მეტი რა უნდა დაწერო
ელეი ნერვებს მიშლის უკვე, ამ თამაშის წაგება შეიძლებოდაა?, მითუმეტეს რონდო დაუბრუნდათ.
სტეფ კარის ნაირი მსროლელი გასაგებია არასდროს არ იყო რასი, მარას საშუალო სროლა ნამდვილად არასდროს ქონდა ასეთი ცუდი და საჯარიმოებსაც ნორმალურად ესროდა და წელს რა მოუვიდაა ტიპს არ ვიცი საშინლად ესვრის ნებისმიერი პოზიციიდან. ისე ამ სამმაგების გაკეთება დაიწყო ისევ და სეზონის ბოლოს ბევრი აღარ დააკლდება მეჯიქამდე.