ფეხბურთი

10:48 | 25.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლიპიმ ჩინეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა

იტალიელმა სპეციალისტმა, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონმა, მარჩელო ლიპიმ, ჩინეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა - გვამცნობს ფიფას პრესსამსახური.

ხუთშაბათს, აზიის თასის მეოთხედფინალში, ჩინეთის ნაკრებმა ირანთან 0:3 წააგო.

„ამ მატჩით მთავრდება ჩემი კონტრაქტი ჩინეთის ნაკრებთან, - განაცხადა 70 წლის სპეციალისტმა, - ჩემთვის დიდი ღირსება იყო ასეთი მნიშვნელოვანი ქვეყნის ეროვნული გუნდის გაწვრთნა. მუშაობისას თავი არ დამიზოგავს და გუდი აშკარად გაძლიერდა. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის.“

ლიპი ჩინეთის ნაკრებს 2016 წლიდან წვრთნიდა.

0.11709