ტიერი ანრი „მონაკოდან“გაურკვეველი ვადით დაითხოვეს. აღნიშნულ ინფორმაციას „მონეგასკთა“ ვებგვერდი ოფიციალურად ადასტურებს. დეტალები უცნობია, მაგრამ განცხადებაში ნათქვამია, რომ ანრისთვის „მონაკოში“ მთავარი მწვრთნელის უფლებამოსილება დროებით შეჩერებულია.
„თავადებს“ უახლოესი შეხვედრისთვის „ტიტის“ ასისტენტი ფრანკ პასი მოაზდებს. რა ბედი ეწევა ანრის, ჯერჯერობით უცნობია.
რაც შეეხება, ტიერი ანრის, „მონეგასკებს“ 20 მატჩში ხელმძღვანელობდა, საიდანაც 5 მოიგო, 4 ფრე ითამაშა და 11 წააგო. ლეგენდარულმა ფრანგმა ვერ შეძლო იმ სიტუაციის გამოსწორება, რის გამოც მისი წინამორბედი ჟარდიმი გაათავისუფლეს.