„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი ჯესი ლინგარდი ამბობს, რომ წლების წინ სერ ალექს ფერგიუსონმა ბუცები ესროლა. ინგლისელი ფეხბურთელის განცხადებით, შოტლანდიელისთვის გაბრაზების ერთ-ერთი გამოხატვის საშუალება ასეთი იყო.
„კერ კიდევ ახალგაზრდებში ვთამაშობდი. ცუდი დღე მქონდა, კონცენტრირებული არ ვიყავი. როგორც კი დერეფანში შევედი, ვიგრძენი, რომ უკნიდან რაღაც მომხვდა. ძლიერი დარტყმა იყო და ძალიან გავბრაზდი. როდესაც მოვტრიალდი ალექს ფერგიუსონი დავინახე - ბუცები მესროლა. ჩვენ ვსაუბრობთ ნამდვილ ბოსზე. პატარ-პატარა ჩხუბები მისი მეთოდი იყო იმის დასამტკიცებლად რა მოსწონდა და რა - არა“, - აღნიშნა ლინგარდმა.
შეგახსენებთ საქვეყნოდ ცნობილ ამბავს: 2003 წელს ინგლისის ასოციაციის თასზე მარცხის შემდეგ ფერგიუსონმა ბუცი თავში დევიდ ბექჰემს ესროლა. სწორედ ეს გახდა მთავარი მიზეზი, რის გამოც ლეგენდარულმა ინგლისელმა „ოლდ ტრაფორდი“ დატოვა. „ბექსი“ ალბათ ლინგარდის მოსაზრებას არ დაეთანხმებოდა...