„კარდიფის“ ახალწვეულის, ემილიანო სალას და თვითმფრინავის პილოტის ძებნა დღეს დილით გაგრძელდა. საავიაციო ექსპერტები ვარაუდობენ, რომ თვითმფრინავი ფრთების მოყინვის შედეგად გამოვიდა მწყობრიდან. მოყინულმა ფრთებმა საფრენი აპარატი ჯერ ჰაერში დაკიდა, შემდეგ კი ზღვაში ჩააგდო - წერს The Sun.
მათი აზრით, ფეხბურთელის მიერ WhatsApp-ის ჯგუფურ ჩათში მიწერილი „თვითმფრინავი ეს-ესაა დაიშლება“ - მოყინვის კლასიკური ნიშანია.
21 იანვარს საღამოს, სალა თავის ძველ, ნანტელ თანაგუნდელებს დაემშვიდობა და კერძო თვითმფრინავით უელსისკენ გაფრინდა. დაშვებამდე ერთი საათით ადრე, თვითმფრინავი რადარებიდან გაუჩინარდა. საძებნელად ორი ვერტმფრენი და რამდენიმე საგანგებოდ აღჭურვილი გემი გააგზავნეს, მაგრამ კვალი დღემდე ვერ იპოვნეს.