კალათბურთი

12:37 | 24.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

მაკფადენის "ტენერიფე" ლიდერობას ინარჩუნებს

ესპანურმა "იბეროსტარ ტენერიფემ", რომლის ღირსებასაც საქართველოს ეროვნული ნაკრების უკანახაზელი თად მაკფადენი იცავს, საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაში კიდევ ერთი გამარჯვება იზეიმა და სატურნირო ცხრილის ლიდერად რჩება.

ტენერიფელები ისრაელში "ჰაპოელ ჰოლონს" ესტუმრნენ და მართალია, დიდ შესვენებაზე ხუთქულიანი ჩამორჩენით გავიდნენ, საბოლოოდ, დამაჯერებლად - 88:77 მოიგეს.

მაკფადენი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 22:23 წუთში 9 ქულა, 5 მოხსნა და 5 პასი მოაგროვა.

თადმა 2-დან 1 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.

"იბეროსტარ ტენერიფეს" 10 მოგება და 2 მარცხი მოუგროვდა და ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფში პირველი ადგილი უკავია, მომდევნო მატჩს კი 30 იანვარს, შინ, ჩეხურ "ოპავასთან" ჩაატარებს.

0.116082