„დინამო თბილისმა“ მორიგი ტრანსფერი განახორციელა და ესპანური „გრანადა B“-დან ალჟირელი მცველი აბდელ-ჯალილ მეჯუბი გაიფორმა. როგორც თბილისური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, 21 წლის ფეხბურთელი „დინამოს“ ღირსებას 1 წლის განმავლობაში იჯარით დაიცავს.
მეჯუბი მარსელშია დაბადებული და ალჟირის გარდა, საფრანგეთის მოქალაქეცაა. აბდელ-ჯალილს აქამდე ფართო საზოგადოებისთვის უცნობ ესპანურ გუნდებში, „დონ ბენიტოსა“ და „კასერანიოში“ უთამაშია.
„გრანადას“ მეორე გუნდის ღირსებას კი 2018 წლის ივლისიდან მოყოლებული იცავდა და ასევე უთამაშია ალჟირის 23-წლამდე ნაკრების შემადგენლობაშიც.