კატალონიის „ბარსელონამ“ ფრენკი დე იონგის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. 21 წლის ფეხბურთელმა ესპანურ გრანდთან კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა და ესპანური გუნდის ღირსებას მიმდინარე წლის ზაფხულიდან, კონკრეტულად 1 ივლისიდან დაიცავს.
კონტრაქტის თანახმად, ჰოლანდიელი ნახევარმცველი „ბარსელონაში“ 2024 წლის ზაფხულამდე დარჩება, ხოლო ანაზღაურების სახით სეზონში 10 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც 6 მილიონი ბონუსის სახით დაემატება.
ამსტერდამის „აიაქსმა“ ამომავალი ვარსკვლავის სანაცვლოდ 75 მილიონი ევრო მიღო, ხოლო მომავალში ბონუსის სახით 11 მილიონსაც მიიღებს.
ფრენკი დე იონგი „აიაქსის“ აღზრდილია და მიმდინარე სეზონში ჰოლანდიური გუნდის რიგებში 28 მატჩში 4 გოლის გატანა მოახერხა.