დორტმუნდის „ბორუსიას“ ლონდონური „კრისტალ პალასიდან“ ვილფრიდ ზაჰას შეძენა უნდა. გერმანული Bild-ის ცნობით, „დორტმუნდმა“ ინგლისურ გუნდს ტრანსფერის შესახებ უკვე ოფიციალურად მიმართა.
„ყვითლები“ ზაჰას კრისტიან პულიშიჩის შემცვლელად მიიჩნევენ, რომელიც ზაფხულში ლონდონის „ჩელსიში“ გადავა.
შესაძლო ტრანსფერის განხორციელება 50 მილიონი ევროს ფარგლებში იქნება შესაძლებელი. 26 წლის კოტ დივუარელმა მიმდინარე სეზონში 21 თამაში ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი მიითვალა.