ფეხბურთი

15:44 | 23.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ანრი: „ტყუილ ლაპარაკს უნდა მოვრჩეთ და თავს ვუშველოთ“

„მონაკოს“ მთავარმა მწვრთნელმა, ტიერი ანრიმ, საფრანგეთის თასის 1/16 ფინალში, „მეცთან“ წაგების შემდეგ (1:3), ჟურნალისტებთან გულახდილად ისაუბრა.

“თავიდან რამდენიმე კარგი მომენტი შევქმენით. უნდა გაეტანათ სიდიბეს, გოლოვინს, ლოპეშს... მაგრამ ისევ შეცდომა დავუშვით და პირველი გოლიც მივიღეთ. ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, თითქოს უკვე ნანახი მქონდა ამ მატჩის სცენარი.

ახლა დიჟონში გვიწევს თამაში და იქ ნამდვილი ომი იქნება. მგონია, რომ საშინაო შეხვედრებში მეტი პრობლემა გვექმნება. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ასეა. შინ გაცილებით მეტ შეცდომებს ვუშვებთ.

ახალ გუნდს ვქმნით და მოთმინება გვჭირდება. აქცენტს ისეთ მოთამაშეებზე ვიღებთ, რომლებიც გენეტიკურად მებრძოლები არიან. ტყუილ ლაპარაკს უნდა მოვრჩეთ და თავს ვუშველოთ. ჩვენი მომავალი მხოლოდ ლიგა 1-თანაა დაკავშირებული.

ამჟამად, საფრანგეთის ჩემპიონატში, 21 ტურის შემდეგ, „მონაკო“ ბოლოსწინა, მე-19 ადგილზეა.

0.118813