ჩოგბურთი

14:17 | 23.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

პლიშკოვა: "1:5-ზე ფიქრებით უკვე გასახდელში ვიყავი"

ავსტრალიის ღია პირველობის 1/4-ფინალში ჩეხმა კაროლინა პლიშკოვამ სერენა უილიამსი 6:4, 4:6, 7:5 მოუგო. მესამე სეტში სერენა 5:1-ს იგებდა, პლიშკოვამ ოთხი მატჩ-პოინტი გადაარჩინა და ზედიზედ ექვსი გეიმი მოიგო. სერენა მას შემდეგ, რაც მსოფლიოს პირველი ჩოგანი გახდა ასეთი შეხვედრა არასოდეს წაუგია. მატჩის შემდეგ კაროლინამ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ 1:5-ზე უვკე გასახდელში იყო.

"1:5-ზე, ჩემს ფიქრებში მე უკვე გასახდელში ვიყავი, მაგრამ ჩემი სულ მცირედი შანსი გამოვიყენე და მოვიგე. ურთულესი შეხვედრა იყო, ის ძალიან კარგად თამაშობდა. მესამე სეტში თითქმის შანსი არ მქონდა. ძალიან პასიური და დეპრესიული ვიყავი. 5:1-ზე ის ცოტა მოდუნდა, შანსი გამოვიყენე"- განაცხადა პლიშკოვამ

0.11231