კალათბურთი

13:53 | 23.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ენტონი "ხარებს" დაუთმეს

"ჰიუსტონ როკეტსმა" და "ჩიკაგო ბულსმა" ოფიციალურად დაასრულეს გარიგება, რომლის თანახმადაც ფორვარდი კარმელო ენტონი "ხარების" წევრი გახდა.

ჰიუსტონელებმა ჩიკაგოს ასევე გადასცეს უფლებები 30 წლის მცველ ჯონ დიბლერზე და 1.56 მილიონი დოლარი, სანაცვლოდ კი 32 წლის ფორვარდი ტადია დრაგიჩევიჩი მიიღეს.

მიმდინარე სეზონში ენტონის საშუალო მონაგარი 13.4 ქულა და 5.4 მოხსნა გახლავთ.

0.118291