ჩოგბურთი

23:15 | 22.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერი თიხნარის ტურნირებზე იასპარეზებს

დიდი სლემის 20-გზის ჩემპიონმა როჯერ ფედერერმა განაცხადა, რომ წელს თიხნარის საფარზე გასამართ ტურნირებზე ითამაშებს.

"37 წლის ვარ და მალე კარიერის დასრულება მომიწევს, მინდა რაც შეიძლება ბევრი ვითამაშო. ორი წელია საფრანგეთის ღია პირველობაზე აღარ მითამაშია, მაშინ სხვა გეგმები მქონდა, ახლა კი აუცილებლად ვიასპარეზებ"- განაცხადა ფედერერმა.

როჯერმა ბოლო ორი წელა გრუნტის საფარიან ტურნირებზე არ ასპარეზობდა. როჯერი ავსტრალიაში დამარცხებით ბევრ სარეიტინგო ქულას დაკარგავს, მაგრამ თიხნარზე ასპარეზბობით იქ მოგებული თითოეული გამარჯვება თუ ტურნირის მოგება როჯერს რეიტინგში ქულებს შესძენს.

0.113352