ფეხბურთი

22:00 | 22.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

კახა ცხადაძე ყაზახეთში დარჩა

საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი კახა ცხადაძე „ორდაბასში“ მუშაობას აგრძელებს. როგორც ყაზახური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, მხარეებს შორის თანამშრომლობა ერთი წლის ვადით გახანგრძლივდა.

როგორც გუნდის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამი, ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგის ერთ-ერთი ყველაზე კვალიფიციური მწვრთნელია და გუნდის ხელმძღვანელობა მისი მუშაობით კმაყოფილია.

კახა ცხადაძე „ორდაბასს“ 2018 წლიდან წვრთნის და გასულ სეზონში გუნდი მეოთხე ადგილზე გაიყვანა. შედეგად, „ორდაბასი“ ზაფხულში ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ითამაშებს.

0.11643