„დინამო თბილისის“ ნახევარმცველი გიორგი კუცია კარიერას გორის „დილაში“ გააგრძელებს. როგორც შიდა ქართლური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, კუცია „დილას“ ღირსებას 1-წლიანი საიჯარო ხელშეკრულებით დაიცავს.
19 წლის გიორგი კუცია „დინამოს“ აღზრდილია და მთავარ გუნდში დებიუტი 2016 წელს ჰქონდა. გასულ სეზონში ახალგაზრდა ნახევარმცველმა ეროვნულ ლიგაში 19 მატჩი ჩაატარა და 2 გოლის გატანა მოახერხა.