თამაშგარე

17:08 | 22.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

მიკაელა შიფრინით ბულვარული მედია დაინტერესდა

როგორც იცით რამდენიმე დღის წინ, ამერიკელმა სამთო მოთხილამურემ მიკაელა შიფრინმა გიგანტურ სლალომში, მსოფლიოს თასის ეტაპზე, ოფტერშვანგში მესამე ადგილი დაიკავა. ამ უნიჭიერეს გოგონას საშუალება მიეცა ვადაზე ადრე მოეპოვებინა გამარჯვება 2017-2018 წლების მსოფლიოს თასის საერთო ჩათვლაში.

ეს მნიშვნელოვანი წარმატება ამერიკის ბულავრულ მედიას ყურადღების მიღმა არ დარჩენია და ჟურნალმა “გლამურმა“ მიკაელას უკვე შესთავაზა თამამ ფოტოსესიაში მონაწილეობა, რაც ბევრი წარმატებული თუ ნაკლებად წარმატებული სპორტსმენი ქალისთვის დღემდე აუხდენელი ოცნებაა.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ადამიანი ბულვარი მედიის მიკაელათი დაინტერესებას მისი სპორტული წარმატებით ხსნის, ფაქტია, რომ “გლამურს“ ამ გადაწყვეტილებაში ხელი მოხილამურის თვალსაამო გარეგნობამ შეუწყო. მიკაელა შიფრინი გათხოვილი ქალია და ახლა ჯერი მის მეუღლეზეა, - დათანხმდება თუ არა ფოტოსტუდიაში ცოლის ნიფხვისამარა ტანტალს.

0.149017