ჩოგბურთი

13:37 | 22.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძემ პირველი წრე დასძლია

ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ წარმატებული სტარტი აიღო ავსტრალიურ ბარნიში დაწყებულ 60-ათასიან ტურნირზე.

გორგოძემ პირველ წრეში გერმანელი ანა ზაია 6;1, 3:6, 6:3 დამარცხა და მე-2 რაუნდში მე-5 ნომრად განთესილ რუს ირინა ხრომაჩევასა და ამერიკელ ეიჟა მუჰამადს შორის უმჯობესს შეხვდება.
წყვილთა თანრიგში ეკატერინე და რუმინელი ირინა მარია ბარა მე-4 რეიტინგით ჩაებნენ, თუმცა, არგენტინულ-ჩინურ დუეტთან (პოდოროსკა-ვანგი) 7:6 (10:8), 3:6, 1:10 წააგეს.

0.112741