ლონდონის „არსენალის“ მცველი, ეკტორ ბელერინი, 2018/19 წლების სეზონში ტრავმის გამო ვეღარ ითამაშებს - წერს The Telegraph. სამედიცინო გამოკვლევამ, ესპანელს მუხლის ჯვარედინი იოგების დაზიანება დაუდგინა.
ბელერინმა ტრავმა პრემიერლიგის 23-ე ტურში, „ჩელსის“ წინააღმდეგ მატჩში (2:0) მიიღო. 69-ე წუთზე ის მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. გამოჯანმრთელების ზუსტი თარიღი განმეორებითი გამოკვლევის შემდეგ გახდება ცნობილი. საერთოდ კი, ასეთი ტრავმის დროს, ფეხბურთელებს დაახლოებით ნახევარ წელიწადს უწევთ ხოლმე „დასვენება.“
ინგლისის მიმდინარე ჩემპიონატში ბელერინმა 19 შეხვედრაში ითამაშა, რომლებშიც ხუთი საგოლე პასი მიითვალა და სამი ყვითელი ბარათი მიიღო.