ჰაცუ ბაშოს მე-9 საშეჯიბრო დღეს, რანგით მეორე დივიზიონ ჯურიოში მოასპარეზე ქართველი სუმოისტი თეიმურაზ ჯუღელი მიტორიუს გაეჯიბრა და წლის პირველ სუპერტურნირზე მეოთხე მარცხი იწვნია. ჩვენებურს მიმდინარე ბაშოზე სამიდან სამივე მონღოლი მეტოქე დამარცხებული ჰყავდა, თუმცა მეოთხე მონღოლ მეტოქესთან იოტანაგეთი დამარცხდა.
გაგამარუს შიკონათი ცნობილ ქართველს მონღოლ მეტოქესთან ურთიერთშეხვედრებში 2 მოგების წილ 1 მარცხი ჰქონდა, თუმცა ამ მარცხით ბალანსი თანაბარი გახდა.
ამრიგად გაგამარუს 5 მოგების საპირისპიროდ 4 მარცხი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ დარჩენილი ორთაბრძოლებიდან მინიმუმ 3 უნდა მოიგოს, რადგან კაჩი-კოში (დადებითი ბალანსი) გაინაღდოს.