ინგლისის 23-ე ტურში „ლივერპულის“ ნახევარმცველმა ჯეიმს მილნერმა „კრისტალ პალასთან“ (4:3) წითელი ბარათი მიიღო და თავისი გუნდი უმცირესობაში დატოვა. ინგლისელმა ჟურნალისტებმა კი წარსულში დაიწყეს ქექვა და გაარვიეს, რომ მსაჯი, რომელმაც მილნერი გააძევა, სკოლაში მისი მასწავლებელი იყო.
ჯონ მოსი თურმე ადრე ვესტბრუკის სკოლაში მასწავლებელი იყო და სკოლის საფეხბურთო გუნდს ხელმძღვანელობდა, რომლის რიგებში პატარა მილნერი თამაშობდა...
შეგახსენებთ, ჯეიმს მილნერმა ჯონ მოსისგან ორი ყვითელი ბარათი 7-წუთიან ინტერვალში დაიმსახურა და ვილფრდი ზაჰასთან უხეშობის შემდეგ 89-ე წუთზე გასახდელის გზას გაუდგა.