"ბარსელონას" 21 წლის ფრანგი შემტევი უსმან დემბელე ტრავმირებულია და ორი კვირა გუნდს ვერ დაეხმარბა, აღნიშნულ ინფორმაციას Footbaall Espana ავრცელებს.
დემბელეს კოჭის ტრავმა აწუხებს, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატის მე-20 ტურის მატჩში "ლეგანესთან" 3:1 მოგებულ შეხვედრაში მიიღო.
დემბელემ დაზიანების გამო 69-ე წუთზე მოედანი დატოვა. უსმანმა შეხვედრაში პირველი გოლი 32-ე წუთზე გაიტანა.