ფეხბურთი

2:30 | 21.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

"შალკემ" ამოისუნთქა

გერმანიის ბუნდესლიგის მეორე წრე გამარჯვებით დაიწყო გელზენკირხენის „შალკემ“, რომელმაც „ვოლფსბურგი“ დაამარცხა. „ხუმარებისთვის“ ამ გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან პირველი წრე მთლიანად ჩააგდო და შეიძლება ითქვას, სეზონის საწყისი ნაწილი გასარდნ ზონასთან გაატარა.

მატჩის გმირი დანიელ კალიჯური გამოდგა, რომელმაც „ვოლფსბურგს“ თითო ტაიმში თითოჯერ გაუტანა და მასპინძელთა გამარჯვება გამოჭედა. „შალკეს“ 21 ქულა გაიხდა და ოდნავ ამოისუნთქა. თუმცა, სეზონის წინ დასახული მიზნისგან ძალიან, ძალიან შორსაა. აი, „ვოლფსბურგი“ კი მარცხის მიუხედავად ისევ ევროპა ლიგის ზონაში იმყოფება.

დღის მეორე მატჩში „ჰერტამ“ ბოლო პოზიციაზე მყოფი „ნიურნბერგი“ დაამარცხა და მეშვიდე ადგილზე აღზევდა. აი, „ნიურნბერგი“ ძალიან მძიმე დღეშია და 11 ქულით ბოლო საფეხბურზეა. ბავარიელები გონს დროზე თუ არ მოეგნენ, მალე იქ დაბრუნდებიან, საიდანაც გასულ წელს ამოვიდნენ.

„ნიურნბერგი“ – „ჰერტა“ 1:3 (1:1)

გოლები: 0:1 იბიშევიჩი (15), 1:1 ბეჰრენსი (42), 1:2 დუდა (50), 1:3 დუდა (70)

„შალკე“ – „ვოლფსბურგი“ 2:1 (1:1)

გოლები: 1:0 კალიჯური (8, პენ), 1:1 რექსბეჩაი (20), 2:2 კალიჯური (78)

თეგებიბუნდესლიგა
0.19178