გიგა ჯანელიძის "დინამო კალიარიმ" იტალიის სერია A2-ს აღმოსავლეთ დივიზიონში მე-5 გამარჯვება იზეიმა და მართალია, სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე რჩება, მაჩვენებლებით უკვე სამ გუნდს გაუტოლდა.
სარდინიელებმა ჯანელიძის ყოფილ გუნდს"როზეტო შარქსს" 87:77 სძლიეს, ქართველმა ფორვარდმა კი სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 28 წუთში 6 ქულა, 7 მოხსნა, 1 დაფარება და 1 ჩაჭრა მიითვალა.
გიგამ 4-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, 2 ორქულიანი ააცილა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.
"დინამო კალიარის" მომდევნო შეხვედრა 26 იანვარს სტუმრად "რავენასთან" ელის.