ფეხბურთი

23:08 | 20.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფაბიო კვალიარელა გაბრიელ ბატისტუტას 25-წლიან რეკორდთან ერთ ნაბიჯშია

გენუის „სამპდორიას“ 35 წლის თავდამსხმელი ფაბიო კვალიარელა მეორე ახალგაზრდობას განიცდის და მოედანს უგოლოდ აღარ ტოვებს. იტალიელმა შემტევმა დღეს, „ფიორენტინასთან“ დუბლი შეასრულა და საინტერესო მიღწევის ავტორიც გახდა.

საქმე ისაა, რომ კვალიარელამ ზედიზედ მეათე მატჩში გამოიჩინა თავი და სერია A-ში მსგავსი მიღწევით 1994 წლის შემდეგ ვერავინ დაიკვეხნის. აბსოლუტური რეკორდი გაბრიელ ბატისტუტას ეკუთვნის, რომელმაც 1994 წელს მიჯრით 11 მატჩში გაიტანა. კვალიარელას ლეგენდარული არგენტინელის რეკორდის გამეორების შანსი მომდევნო ტურში ექნება - ამისთვის „უდინეზესთან“ გატანა დასჭირდება.

კვალიარელამ მიჯრით შემდეგი გუნდების წინააღმდეგ გაიტანა: „მილანი“, „ტორინო“, „ჯენოა“, „ბოლონია“, „ლაციო“, „პარმა“, „ემპოლი“, „კიევო“, „იუვენტუსი“ და „ფიორენტინა“.

ხსენებულ 10 შეხვედრაში 35 წლის შემტევმა 12-ჯერ გამოიჩინა თავი. მთლიანობაში 14 გოლი აქვს გატანილი, ბომბარდირთა დავაში კი, კრიშტიანუ რონალდუსთან და დუვან ძაპატასთან ერთად ლიდერია.

0.111584