ბექა ბურჯანაძის "გიპუზკოა ბასკეტმა" ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში მორიგი მატჩი წააგო და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე რჩება, თუმცა კი, ქართველი კალათბურთელი მის გუნდში ყველაზე შედეგიანი იყო.
ჩვენებურის გუნდმა მადრიდში "ესტუდიანტესთან" 62:86 წააგო, ბექამ კი სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 27:39 წუთში 10 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა.
ქართველმა ფორვარდმა 4-დან 1 ორქულიანი, 5-დან სამქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 2-ჯერ დაუფარეს და მის წინააღმდეგ 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
"გიპუზკოა ბასკეტს" 17 ტურში 3 გამარჯვება შერჩა და აუტსაიდერის რანგში რჩება, მომდევნო შეხვედრას კი 26 იანვარს, შინ, "სარაგოსასთან" ჩაატარებს.