კალათბურთი

21:10 | 20.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

“შსს აკადემი-ტიტებმა” “კაკტუსი” დაამარცხა

გუშინ ბათუმში დაწყებული სუპერლიგის მე-9 ტური დღეს თბილისში 4 მატჩით გრძელდება. ოლიმპიურ სასახლეში გამართულ პირველ მატჩში ერთმანეთს “კაკტუსი” და შსს აკადემია-ტიტები” დაუპირისპირდნენ. ეს გუნდები ამ შეხვედრამდე ცხრილის ქვედა ნახევარში გახლდნენ და მათ შორის ერთქულიანი სხვაობა გახლდათ. შესაბამისად, მატჩის შედეგს ორივე მათგანისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

“კაკტუსმა” საახალწლო პაუზის დროს ლეგიონერები შეცვალა. გუნდიდან გაშვებული მაკგაუჯისა და ჯენუარის ნაცვლად დომინიკ ელიოტი და ტრისტან სპარლოკი შეიმატა. ახალმა მოთამაეებმა გუნდი კი გაალიერეს, თუმცა როგორც ჩანს, საადაპტაციოდ მეტი დრო სჭირდებათ. “ტიტებმა” შეხვედრა 85:69 მოიგო, რომელიც მატჩის უმეტეს დროს ლიდერობდა და გამარჯვებამდე ისე მივიდა, პრობლემა არ შექმნია.

გამარჯვებს 21 ქულით, 7 მოხსნით და 6 პასით ილია ლონდარიძემ ულიდერა. 14 ქულა და 14 მოხსნა მოაგროვა ჟოელ ალმეიდამ. 14 ქულა და 5 მოხსნა დაგროვდა ბესო ლეჟავას ანგარიშზე. “კაკტუსში” 22 ქულით ბომბარდირი გახდა დელანო სპენსერი, ახალწვეულმა დომინიკ ელიოტმა 18 ქულა და 19 მოხსნა მიითვალა, 17 ქულით დაარულა შეხვედრა ნიკოლას ნილმა.

კაკტუსი – შსს აკადემია-ტიტები
სტატისტიკა: 69:85 www.gbf.ge
0.124617