კალათბურთი

13:19 | 20.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

იოკიჩმა აბდულ-ჯაბარს გადაასწრო, „ფილადელფიამ“ „ოკლაჰომას“ აჯობა

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ათი შეხვედრა გაიმართა.

„დენვერმა“ საკუთარ დარბაზში „კლივლენდი“ 124:102 დაამარცხა. დენვერელებმა მატჩის სტარტზვე უპირატესობა მოიპოვეს და „კავალიერსს“ არანაირი შანსი არ ჰქონია. „დენვერის“ ცენტრმა ნიკოლა იოკიჩმა გუნდს 19 ქულა, 12 პასი, 11 მოხსნა შესძინა. ნიკოლამ კარიერაში 22-ე სამამგი დუბლი შეასრულა, რითაც ქარიმ აბდულ-ჯაბარს გადაასწრო. ცენტრებს შორის იოკიჩი მხოლოდ უილტ ჩემბერლენის 78 სამმაგ დუბლს ჩამორჩება.

„მილოუკმა“ გასვლაზე „ორლანდოს“ 118:112 მოუგო. ვისკონსინელები მატჩის სტარტზევე დაწინაურდნენ და შეხვედრის ბოლომდე „ორლანდო“ მდევრის როლში გახლდათ. ყველაზე მეტი 30 ქულა ერიკ ბლედსოუს ანგარიშზეა. ვუჩევიჩმა 27 ქულა ჩააგდო. ადეტოკუმპომ 25 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა. 33 მოგებით და 12 მარცხით „მილოუკი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზეა.

„ტორონტომ“ საკუთარ დარბაზში „მემფისი“ 119:90 დაამარცხა. მატჩში გადამწყვეტი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც კანადელებმა 45:14 მოიგეს. მატჩში ყველაზე მეტი 24 ქულა გრინმა ჩააგდო. „ტორონტო“ 35 მოგებით და 13 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილს იკავებს.

„ფილადელფია“ „შინ „ოკლაჰომასთან დრამატულ ბრძოლაში 115:117 დამარცხდა. მატჩის დასრულბამდე რამდენიმე წამით ადრე „ფილადელფია“ 115:113-ს იგებდა, მაგრამ პოლ ჯორჯმა სამქულიანი ჩააგდო პლიუს მეტოქეს ჯარიმა მიაღებინა, ერთი საჯარიმოც ჩააგდო. „ოკლაჰომაში“ პოლ ჯორჯი 31 ქულით 6 მოხსნით და 5 პასით გამოირჩა. „ფილადელფიაში“ 31 ქულით საუკეთესო ჯოელ ემბიდი იყო.

„ფილადელფია“ – „ოკლაჰომა“ 115:117 (25:33, 31:26, 23:29, 36:29)

https://www.youtube.com/watch?v=z_K8qMUx_pg

„შარლოტი“ – „ფინიქსი“ 135:115 (39:26, 32:34, 38:26, 26:29)

https://www.youtube.com/watch?v=r_nm9oEpeSM

„დეტოიტი“ – „საკრამენტო“ 101:103 (30:26, 27:25, 25:23, 19:29)

https://www.youtube.com/watch?v=jZsXeB7wLNE

„ინდიანა“ – „დალასი“ 111:99 (24:23, 34:19, 26:27, 27:30)

https://www.youtube.com/watch?v=57gwt5Hy-Zs

„ორლანდო“ – „მილოუკი“ 108:118 (24:33, 22:26, 36:28, 26:31)

https://www.youtube.com/watch?v=2d940CApeS8

„ატლანტა“ – „ბოსტონი“ 105:113 (36:28, 31:32, 22:23, 16:30)

https://www.youtube.com/watch?v=1nsF7op8KwE

„ტორონტო“ – „მემფისი“ 119:90 (23:19, 32:29, 45:14, 19:28)

https://www.youtube.com/watch?v=BnckQxsCeMQ

„ჩიკაგო“ – „მაიამი“ 103:117 (30:31, 27:24, 19:28, 27:34)

https://www.youtube.com/watch?v=l1UnQTCOHFE

„ჰიუსტონი“ – „ლეიკერსი“ 138:134 (26:39, 20:25, 36:22, 38:34, ო.ტ. 18:14)

https://www.youtube.com/watch?v=e04GFcyyscQ

„დენვერი“ – „კლივლენდი“ 124:102 (37:25, 33:21, 31:30, 23:26)

https://www.youtube.com/watch?v=t-ZNsEq67Rg

თეგებინბა
0.066835