სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

19:15 | 20.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

სალა "კარდიფის" ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა

"კარდიფმა" "ნანტის" არგენტინელი თამდამსხმელის ემილიანო სალას ტრანფერი ოფიციალურად დაადასტურა. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი მილიონი ევრო გადაუხადეს ფრანგებს ინგლისელებმა, თუმცა სამხრეთამერიკელი კლუბის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა. 28 წლის მოთამაშემ "კარდიფთან" კონტრაქტი 2022 წლის ივლისამდე გააფორა. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

სალა "ბორდოს" აკადემიის აღზრდილი მოთამაშეა და კლუბს რამდენიმე გუნდში ყავდა განათხოვრებული. "ნანტს" "ბორდომ" ფეხბურთელი 2015 წელს ერთ მილიონ ევროს სანაცვლოდ დაუთმო. მიმდინარე სათამაშო წელს ფეხბურთელმა ლიგა 1-ის 19 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა. სულ კი "ნანტის" რიგებში არგენტინელმა 133 მატჩში თავი 48-ჯერ გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.111558