კალათბურთი

15:20 | 20.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველთა გუნდის მარცხი ყატარში

გიორგი ცინცაძისა და მიხეილ ბერიშვილის "ალ შამალმა" ყატარის საკალათბურთო ჩემპიონატში მორიგი მატჩი ჩაატარა და "ალ აჰლისთან" 84:91 დამარცხდა.

ქართველმა კალათბურთელებმა ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში ითამაშეს. ცინცაძემ მოედანზე 37 წუთი გაატარა და 10 ქულა, 6 მოხსნა, 9 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა.

გიორგიმ 10-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 2 ორქულიანი ააცილა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

ბერიშვილმა 35 წუთში 21 ქულა, 3 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. მიშამ 6-დან 2 ორქულიანი, 8-დან 5 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო გამოიყენა, 2 შეცდომა დაუშვა, ერთხელ დაუფარეს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

"ალ შამალს" 8 მოგება და 2 მარცხი მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფება.

0.114828