ფეხბურთი

21:25 | 19.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

კუენკა ტორესის თანაგუნდელი გახდა

კატალონიის "ბარსელონას" ყოფილი ნახევარმცველი ისააკ კუენკა "საგან ტოსუს" ფეხბურთელი გახდა. აღნიშნული ინფორმაცია იაპონურმა კლუბმა გაავრცელა. კუენკა ფერნანდო ტორესის თანაგუნდელი იქნება. ესპანელი ფეხბურთელი აზიურ კლუბში 2022 წლის იანვრის ბოლომდე დარჩება.

ისააკი "ბარსელონას" აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელია და "ბლაუგრანას" მაისურით 30 მატჩ აქვს ჩატარებული. კეუნკა კატალონიური გუნდის გარდა "აიაქსში", "დეპორტივოში", "ბურსასფორში", "გრანადასა" და "ჰაპოელ ბერ შევაში" თამაშობდა.

0.119807