ჰაცუ ბაშოს მე-7 საშეჯიბრო დღეს ქართველმა სუმოისტმა თეიმურაზ ჯუღელმა მესამე მარცხი განიცადა. გაგამარუს მეტოქე ტობიზარუ იყო, რომელმაც ჩვენებური ჰატაკიკომის ილეთით დაამარცხა.
მიმდინარე ბაშოზე ქართველ სუმოისტს 4 მოგების საპირისპიროდ 3 მარცხი დაუგროვდა და დადებითი ბალანსის გასანაღდებლად დარჩენილი ორთაბრძოლებიდან მინიმუმ 4 უნდა მოიგოს.
გაგამარუს მომდევნო მეტოქე არავაში იქნება, რომელთანაც უარყოფითი ბალანსი აქვს - 6 მარცხი და არცერთი მოგება.