კალათბურთი

17:25 | 19.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

28 წლის ამერიკელი კალათბურთელი გარდაიცვალა

საკალათბურთო კლუბ ნანტის კალათბურთელი ჯერმეინ მარშალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნული ინფორმაცია ფრანგული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა 28 წლის კალათბურთელის გარდაცვალების მიზეზი.

მომხდარს პოლიცია იძიებს. მარშალი საფრანგეთის ლიგა პრო B-ში თამაშობდა და გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული მექულე გახლდათ. ბოლო მატჩი მან „ორლეანთან“ ჩაატარა და საკუთარ გუნდს 34 ქულა შესძინა.

რაც შეეხება „ნანტს“ – 14 ტურის შემდგომ 7 მოგება და 7 წაგება აქვს და 18 გუნდიან ჩემპიონატში მე-8 პოზიციაზე იმყოფება. აღსანიშნავია ისიც, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ უახლოეს დღეებში დაგეგმილი ყველა მატჩი გადადო.

0.119844