მსოფლიო ჩოგბურთის ლეგენდა და ამჟამად რეიტინგის მესამე ნომერი როჯერ ფედერერი ავსტრალიის ღია ჩემპიონატის მერვედფინალშია გასული და ბერძენ სტეფანო ციციპასთან დაპირისპირებისთვის ემზადება.
სწორედ ამიტომ ის სავარჯიშოდ კორტზე მივიდა, როდესაც დაცვის წარმომადგენელმა შეაჩერა და აკრედიტაციის გარეშე კორტზე შესვლის უფლება არ მისცა.
როჯერის აკრედიტაცია მის ერთ-ერთ მწვრთნელს ჰქონდა და შვეიცარიელი მას მოთმინებით ელოდებოდა. ასეა, წესი და კანონი ყველასთვის ერთია...