„ბუდუჩნოსტის“ ქართველი ცენტრის გოგა ბითაძის დაფარება ევროლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოარჩია. 19 წლის ჩვენებურმა „რეალთან“ მატჩში, პირველი პერიოდის მიწურულს ფაბიენ კოზიორს შესანიშნავ სტილში დაუფარა.
ამ მომენტს ევორლიგის მე-19 ტურის საუკეთესო ათ ეპიზოდში მეხუთე ადგილი ერგო.
შეგახსენებთ, „ბუდუჩნოსტმა“ მადრიდის „რეალი“ მოულოდნელად 73:60 დაამარცხა, რაშიც დიდი წვლილი ბითაძემ შეიტანა. ქართველმა ცენტრმა 28 წუთში ორმაგი დუბლით გამოიჩინა თავი - 13 ქულა, 10 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება.