ფეხბურთი

11:21 | 19.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

რეკორდსმენი ნაგელსმანი

ზინსჰეიმის „ჰოფენჰაიმის“ მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა ბუნდესლიგის რეკორდი დაამყარა. „ბაიერნთან“ (1:3) წაგებული შეხვედრა 31 წლის სპეციალისტისთვის საიუბილეო, მეასე გამოდგა ბუნდესლიგაში მთავარი მწვრთნელის რანგში.

საინტერესოა, რომ ნაგელსმანი გახდა ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი გერმანიის ჩემპიონატში, რომელმაც აღნიშნულ ნიშნულს უწია.

შეგახსენებთ, ნაგელსმანი „ჰოფენჰაიმის“ მთავარ მწვრთნელად 2016 წლის 10 თებერვალს დაინიშნა. მაშინ მხოლოდ 28 წლის იყო და ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი გახდა.

„ჰოფენჰაიმი“ მისი ხელმძღვანელობით წარმატებით თამაშობს, მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ისტორიაში პირველად იასპარეზა. ბუნდესლიგაში კი „სოფლელები“ 18 ტურის შემდეგ 25 ქულით მეშვიდე ადგილზე არიან.

0.13083