ფეხბურთი

20:51 | 18.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი პაპუნაშვილი მზადაა (+VIDEO)

საქართველოს ნაკრების შემტევი გიორგი პაპუნაშვილი გამოჯანმრთელდა და ვარჯიში განაახლა. „სარაგოსას“ ვებგვერდის ინფორმაციით, ქართველმა შემტევმა გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა.

„სარაგოსა“ 19 იანვარს, ლა ლიგა 2-ის მორიგ ტურში „რაიო მახადაონდას“ დაუპირისპირდება და ამ შეხვედრაში გიორგი მონაწილეობის მიღებას დიდი ალბათობით მოახერხებს. ყოველშემთხვევაში ვიქტორ ფერნანდესმა სამატჩო განაცხადში ჩვენებური შეიყვანა.

შეგახსენებთ, რომ პაპუნაშვილი სამთვიანი იძულებითი უქმობის შემდეგ დეკემბერში დაუბრუნდა მოედანს, თუმცა ბოლო ერთი კვირა ტრავმის გამო ისევ გამოტოვა.

0.101467