ფეხბურთი

18:25 | 18.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

"დილას" ამბები - ახალი ფეხბურთელები და ახალი კონტრაქტები

საქართველოს 2015 წლის ჩემპიონ გორის „დილაში“ სიახლეებია. შიდა ქართლურმა გუნდმა რამდენიმე ფეხბურთელი გაიფორმა და რამდენიმესაც კოტრაქტი გაუხანგრძლივა.

როგორც გორული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, მეკარე გიორგი ბეგაშვილთან კონტრაქტი 2020 წლამდე გახანგრძლივდა. კიდევ ერთი კიპერი, ლუკა გუგეშაშვილი კი „დილას“ ღირსებას იჯარით 2019 წლის ბოლომდე დაიცავს.

ახალი ხელშეკრულება გაფორმდა ერიკს სანტოსთანაც. ბრაზილიელი მცველი „დილას“ ღირსებას 2020 წლის ბოლომდე დაიცავს. გასულ სეზონში 22 წლის ფეხბურთელმა გორელთა რიგებში 14 შეხვედრა ჩაატარა.

„დილას“ 6-თვიანი პაუზის მერე ფოთის „კოლხეთიდან“ დაუბრუნდა 23 წლის მცველი ზაურ კერელეიშვილი, რომელმაც კონტრაქტი 2020 წლამდე გააფორმა. „დილაში“ ითამაშებს 17 წლის მცველი გოგი მამულაშვილი, რომელიც საქართველოს 18-წლამდე ნაკრების წევრია.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში „დილამ“ ბაქარ მირცხულავა და გურამ გიორბელიძეც გაიფორმა. ახალია მთავარი მწვრთნელიც - გიორგი შაშიაშვილი გიორგი დეკანოსიძემ შეცვალა.

თეგებიდილა
0.141555