„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სოსლკიაერი ამბობს, რომ ჟოზე მოურინიო ფანტასტიკური მწვრთნელია და კარიერა ჯერ არ უნდა დაასრულოს.
გარდა ამისა, ნორვეგიელმა საკუთარ თავზეც ისაუბრა, თუმცა, მოკლედ:
„მოურინიო უმაღლესი დონის მწვრთნელია და ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა იმისთვის, რომ კარიერა დაასრულოს, ის ფანტასტიკური მწვრთნელია.
რა შემიძლია ჩემზე ვთქვა? - მომწონს ამ ბიჭებთან მუშაობა. ჯერ კიდევ სასტუმროში ვცხოვრობ, მაგრამ ახალი სახლი ვიპოვე და მალე გადავალ. ამ ქალაქში ბევრი მეგობარი მყავს და ამიტომ, სახლში ჯდომასარ ვაპირებ“, - განაცხადა სოლსკიაერმა BeIN Sports-თან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ სოლსკიაერი „მანჩესტერის“ მწვრთნელად დეკემბერში დაინიშნა და მისი ხელმძღვანელობით „წითელმა ეშმაკებმა“ ექვსივე თამაში მოიგეს.