კალათბურთი

11:52 | 18.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ვაშინგტონმა" და "ტორონტომ" ბოლო წამზე იმარჯვეს

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ექვსი შეხვედრა გაიმართა.

„დენვერ ნაგეტსმა“ შინ „ჩიკაგო“ 135:105 გაანადგურა. დენვერელებმა მეტოქეს მეორე და მესამე პერიოდებში ჯამში 32 ქულით მოუგეს. მატჩში ყველაზე მეტი 27 ქულა „ჩიკაგოს“ ფინელმა კალათბურთელმა მარკანენმა ჩააგდო. „დენვერის“ ლიდერს ნიკოლა იოკიჩს სამმაგ დუბლამდე ორი მოხსნა დააკლდა, 18 ქულა, 11 პასი და 8 მოხსნა. „დენვერი“ 30 მოგებით და 14 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა.

„ვაშინგტონი“ ლონდონში „ნიუ იორკს“ დაუპირისპირდა. პირველი სამი პერიოდის განმავლობაში „ნიუ იორკი“ იგებდა. ბოლო პერიოდში დედაქალაქელებმა წინ გასვლა მოახერხეს. მატჩის დასრულებამდე სამი სამით ადრე „ნიუ იორკი“ 100:99-ს იგებდა. „ვაშინგტონის“ ცენტრმა ბრაიანტმა ბოლო წამზე ორქულიანი ჩააგდოდა გუნდს გამარჯვება მოუტანა. მატჩში ყველაზე მეტი 26 ქულა ბრედლი ბილის ანგარიშზეა.

„ტორონტო“ შინ „ფინიქსს“ დაუპირისპირდა. შეხვედრის დასრულაბამდე 12 წამით ადრე ანგარიში 109:109 იყო. ბოლო წამზე საფინალო სირენასთან ერთად სიაკამმა 2-ქულიანი ჩააგდო და „ტორონტომ“ 111:109 მოიგო. ყველაზე მეტი 30 ქულა ბუკერმა ჩააგდო. „ტორონტოში“ 22 ქულით სერჟ იბაკა გამოირჩა. „ტორონტო“ 34 მოგებით და 13 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა.

„ვაშინგტონი“ – „ნიუ იორკი“ 101:100 (20:30, 33:33, 24:26, 24:11)

https://www.youtube.com/watch?v=4xNLeQp6h3c

„შარლოტი“ – „საკრამენტო“ 114:95 (20:25, 43:25, 20:23, 31:22)

https://www.youtube.com/watch?v=dBWizec3avA

„ინდიანა“ –„ფილადელფია“ 96:120 (25:28, 23:26, 23:32, 25:34)

https://www.youtube.com/watch?v=w0aPFmeL-Kg

„ტორონტო“ – „ფინიქსი“ 111:109 (32:20, 25:29, 20:29, 34:31)

https://www.youtube.com/watch?v=Moxe8qMmels

„დენვერი“ – „ჩიკაგო“ 135:105 (28:30, 33:17, 42:26, 32:32)

https://www.youtube.com/watch?v=08-rtSOMEPs

„ოკლაჰომა“ – „ლეიკერსი“ 128:138 (39:27, 24:40, 33:28, 26:27 ო.ტ. 6:16)

https://www.youtube.com/watch?v=q4QtqV_AwQQ

თეგებინბა
0.121384