ფეხბურთი

2:55 | 18.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

Marca: "კარგი ინფორმაცია ვიქტორ ფერნანდესისთვის - გიორგი პაპუნაშვილი დაბრუნდა"

საქართველოს ნაკრებისა და „სარაგოსას“ შემტევმა გიორგი პაპუნაშვილმა ტრავმა მოიშუშა და გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა. Marca-ს ინფორმაციით, ქართველი „რაიო მახადაონდასთან“ თამაშს შეძლებს.

პაპუნაშვილს მუხლის ტრავმა ჰქონდა და ბოლო ერთი კვირის განმავლობაში არ უვარჯიშია. თუმცა, გიორგი ახლა უკვე მზადაა, მაგრამ ნაკლებ სავარაუდოა, რომ უახლოესი შეხვედრა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყოს.

როგორც ავტორიტეტული მადრიდული გამოცემა წერს, არაგონელთა თავკაც ვიქტორ ფერნანდესისთვის პაპუნაშვილის დაბრუნება კარგი ინფორმაციაა უშუალო კონკურენტთან დაპირისპირების წინ.

შეგახსენებთ, პაპუნაშვილი 3-თვიანი იძულებითი უქმობის შემდეგ მოედანს 22 დეკემბერს, „ექსტრემადურასთან“ (2:1) შეხვედრაში დაუბრუნდა და გამარჯვების გოლიც გაიტანა. შემდეგ 5 იანვარს, ხიხონის „სპორტინგთანაც“ (2:1) ითამაშა, თუმცა გასულ ტურის შეხვედრა 12 იანვარს, „მალაგასთან“ (1:2) მუხლის ტრავმის გამო გაუცდა.

მიმდინარე სეზონში 23 წლის შემტევს ლა ლიგა 2-ში 7 მატჩი აქვს ჩატარებული და გოლი ერთხელ გაიტანა (სამეფო თასზე 1 მატჩი, 1 გოლი).

რაც შეეხება „სარაგოსას“, 22 ქულით მე-16 ადგილზეა და გასავარდნ ზონას ერთადერთი ქულითაა დაშორებული. "სარაგოსა" 22-ე ტურში 19 იანვარს, "რაიო მახადაონდას" შეხვდება, რომელიც გასავარდნ ზონაშია და რომელსაც, 1 ქულით უსწრებს.

0.113759