ჭადრაკი

17:33 | 16.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფანცულაიამ დელის ტურნირი მოიგო

ქართველი მოჭადრაკე ლევან ფანცულაია (2597) ინდოეთის დედაქალაქ დელიში გამართული საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა. ჩვენებური 17th DELHI INTERNATIONAL OPEN GRANDMASTERS CHESS TOURNAMENT-ზე მე-3 ნომრად იყო განთესილი, თუმცა, პირველობა არავის დაუთმო.

დასკვნით მე-10 ტურში ფანცულაიამ შავი ფიგურებით ყაიმი ინდოელ ნარაიანანთან (2575) გააფორმა და 8.0 ქულა მოაგროვა. ქართველის დარი მონაგარი კიდევ ექვს მონაწილეს ჰქონდა, თუმცა, ლევანმა კონკურენტებს დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა და მთავარი პრიზის მფლობელი გახდა.
საბოლოოდ, მე-2 ადგილი ირანელმა მასუდ მოსადეგპურმა (2517) დაიკავა, მე-3 საფეხური კი ბელარუს კირილ სტუპაკს (2542) ერგო. ტურნირის კიდევ ერთმა ქართველმა მონაწილე ლუკა პაიჭაძემ (2583) 7.0 ქულით მეთხუთმეტე-ოცდამეთხუთმეტე ადგილები გაიყო, დამატებითი მაჩვენებლებით კი 27-ე იყო.

0.115311