ფეხბურთი

18:22 | 16.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

გორის "დილამ" მირცხულავა დაიმატა

საჩხერის „ჩიხურას“ ყოფილი ფეხბურთელი ბაქარ მირცხულავა კარიერას გორის „დილაში“ გააგრძელებს. შიდა ქართლური გუნდის ვებგვერდის ცნობით, 26 წლის ცენტრალურ მცველთან კონტრაქტი 2020 წლის ბოლომდე გაფორმდა.

მირცხულავამ საფეხბურთო კარიერა ლისაბონის „ბენფიკას“ აკადემიაში დაიწყო, ხოლო 2011 წელს საქართველოში დაბრუნდა.

„დილამდე“ „ტორპედოში“, მოლდოვურ „ზიმბრუში“, „ზუგდიდში“, „შუქურასა“ და „ჩიხურაში“ უთამაშია. საჩხერელთა ღირსება ბოლო ორი წლის განმავლობაში 61 მატჩში დაიცვა და 2 გოლი გაიტანა.

0.115611