ლონდონის „არსენალის“ მეკარე პეტრ ჩეხი შესაძლოა ზაფხულში „ჩელსიში“ დაბრუნდეს. Daily Mail-ის ინფორმაციით, „არისტოკრატები“ მზად არიან, რომ ლეგენდარულ მეკარეს კლუბში ახალი სამუშაო ადგილი გამოუყონ.
ჩეხმა კარის დარაჯმა გუშინ განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონის შემდეგ კარიერას დაასრულებს და შესაბამისად, „არისტოკრატებში“ ახალ პოსტზე მუშაობა შეეძლება.
გამოცემის ცნობით, ჩეხი თანხმობის შემთხვევაში „ჩელსის“ ელჩი გახდება ან აკადემიაში სამწვრთნელო შტაბში დასაქმდება.
შეგახსენებთ, რომ 37 წლის პეტრ ჩეხი ლონდონური გუნდის რიგებში 2004-2015 წლებში თამაშობდა. პირველივე სეზონში პრემიერლიგაში მშრალი მატჩების მხრივ რეკორდი დაამყარა (21 თამაში) და მთლიანობაშიც რეკორდი მის ანგარიშზეა (202 მატჩი).
2015 წლიდან კი მეორე ლონდონური გუნდის, „არსენალის“ კარს იცავს. მიმდინარე სეზონში კი ძირითად შემადგენლობაში ბერნ ლენოსთან კონკურენციაში ადგილი დაკარგა.