კალათბურთი

14:12 | 16.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ცინცაძის ორმაგი დუბლი ყატარში

გიორგი ცინცაძისა და მიხეილ ბერიშვილის “ალ შამალმა” ყატარის საკალათბურთო ჩემპიონატში მორიგი გამარჯვება იზეიმა, რაშიც ქართველმა კალათბურთელებმა ტრადიციულად დიდი წვლილი შეიტანეს.

“ალ შამალმა” “ალ რაიანს” 86:74 სძლია, ჩვენებურებმა კი ჯამში 31 ქულა ჩააგდეს. ცინცაძემ შეუცვლელად ითამაშა და 40 წუთში 17 ქულა, 3 მოხსნა, 10 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა.
გიორგიმ 7-დან 5 სამქულიანი და 2 საჯარიმო ჩააგდო, 2 ორქულიანი ააცილა, ბურთი 6-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
ქართველმა უკანახაზელმა ორმაგი დუბლი მიჯრით მე-2 მატჩში შეასრულა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 23-ს გაუტოლდა და ის თანაგუნდელთა რიგებში მხოლოდ მოჰამედ ჰარატის (43) ჩამორჩა. ამ უკანასკნელმა 27 ქულას 18 მოხსნა წაამატა.
ბერიშვილმა მოედანზე 28 წუთი გაატარა და 14 ქულა, 5 მოხსნა და 5 პასი მოაგროვა. მიშამ 4-ვე ორქულიანი და 6-დან 2 სამქულიანი გამოიყენა, 1 შეცდომა დაუშვა და 4 პერსონალური ფოლი მიიღო.
“ალ შამალს” 9 ტურში 8 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფება.

0.118623