ჩოგბურთი

13:12 | 16.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერმა ევანსი დაამარცხა

დიდი სლემის 20-გზის ჩემპიონმა როჯერ ფედერერმა ავსტრალიის ღია პირველობის 1/32-ფინალში ბრიტანელი დანიელ ევანსი 7:6, 7:6, 6:3 დაამარცხა. შეხვედრა 2 საათსა და 33 წუთს გაგრძელდა.

პირველ სეტში ჩოგბურთელები ტაი-ბრეიკამდე მივიდნენ, სადაც ევანსი 5:3-ს იგებდა და საბოლოოd ფედერერმა ზედიზედ ოთხი ქულა აიღო და 7:5 მოიგო. მეორე პარტია შვეიცარიელმა ბრეიკით დაიწყო, თუმცა ბრიტანელმა უკუბრეიკი შეასრულა და აქაც ყველაფერი ტაი-ბრეიკმა გადაწყვიტა, სადაც ისევ როჯერმ იმარჯვა, ამჯერად უფრო მარტივად 7:3. მესამე სეტი ფედერერმა ერთი ბრეიკით მოიგო და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

1/16-ფინალში როჯერის მეტოქე ამერიკელი ტეილორ ფრიცი იქნება, რომელმაც თავის მხრივ გაელ მონფილსი 6:3, 6:7, 7:6, 7:6 დაამარცხა. როჯერი ურთიერთშეხვედრებში ტეილორს 1:0-ს უგებს. მატჩი 18 იანვარს გაიმართება.

0.154362