კალათბურთი

10:16 | 16.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

“გოლდენ სტეიტმა“ რეკორდი დაამყარა და პირველ ადგილზე გადავიდა

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ექვსი შეხვედრა გაიმართა.

„გოლდენ სტეიტმა“ გასვლაზე თავის უშუალოდ კონკურენტი „დენვერ ნაგეტსი“ 142:111 დაამარცხა და დასავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზე გადაინაცვლა.

„მეომრებმა“ ნბა-ს რეკორდი დაამყარეს. პირველ პერიოდში ოკლენდელებმა 51 ქულა ჩააგდეს, რაც აქამდე არც ერთ ნბა-ს გუნდს არ გაუკეთებია. დღევანდელამდე საუკეთესო შედეგი 50 ქულა იყო, რომელიც სხვადასხვა პერიოდში ოთხ გუნდს აქვს ჩაგდებული („ბოსტონი“ – 1982, „იუტა“-1982, „მილოუკი“ – 1989, „ფინიქსი“ – 1990). ოკლენდელებმა კიდევ ერთი რეკორდი დაამყარეს და პირველ პერიოდში 10 სამქულიანი ჩააგდეს. ჯამში სტივ კერის შეგირდება 39 შესაძლებლობიდან 21 სამქულიანი გამოიყენეს.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას. მატჩის სტარტზევე „მეომრებმა“ დიდი უპირატეობა მოიპოვეს და მეტოქეს ოთხივე პერიოდი მოუგეს. „გოლდენ სტეიტში“ 31-31 ქულით სტეფ კარი და კლეი ტომპსონი გამოირჩნენ. დურანტს 27 ქულა ჰქონდა. „დენვერში“ ყველაზე მეტი 22 ქულა მალიკ ბისლმა ჩააგდო, ნიკოლა იოკიჩმა 17 ქულა, 8 პასი და 4 მოხსნა მიითვალა.

„მილოუკი ბაქსმა“ შინ „მაიამი“ 124:86 გაანადგურა. ვისკონსინელებმა მეტოქეს ოთხივე პერიოდი მოუგეს. იანის ადეტოკუმპომ მიმდინარე სეზონში მეოთხე და კარიერაში მეცამეტე სამმაგი დუბლი შეასრულა, 12 ქულა, 10 მოხსნა, 10 პასი და სამი ჩაჭრა. „მაიამიში“ 19 ქულით და 8 მოხსნით ჰასან უაიტსაიდი გამოირჩა. „მილოუკი“ 31 მოგებით და 12 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა.

უხვქულიანი შეხვედრა გაიმართა ჯორჯიაში, სადაც „ატლანტამ“ საკუთარ დარბაზში „ოკლაჰომა“ 142:126 დაამარცხა. მატჩში გადამწყვეტი ბოლო პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც „ქორებმა“ 45:26 მოიგეს. „ატლანტამ“ გუნდური კალათბურთის ხარჯზე იმარჯვა. შვიდ კალათბურთელს მინიმუმ 10 და მეტი ქულა ჰქონდათ, მათ შორის ყველაზე მეტი 26 ქულა კოლინსმა მიითვალა. „ოკლაჰომაში“ ტრადიციულად რასელ უესტბრუკი გამოირჩა, რომელმაც გუნდს 31 ქულა, 11 პასი, 6 მოხსნა და 5 ჩაჭრა შესძინა.

„ინდიანა“ – „ფინიქსი“ 131:97 (38:19, 24:32, 34:22, 35:24)

https://www.youtube.com/watch?v=Fa1alULiRgw

„ფილადელფია“ – „მინესოტა“ 149:107 (40:27, 43:31, 32:32, 34:17)

https://www.youtube.com/watch?v=6_DELDmH04Q

„ატლანტა“ – „ოკლაჰომა“ 142:126 (25:29, 45:30, 27:41, 45:26)

https://www.youtube.com/watch?v=p4BO8Vz8mKs

„მილოუკი“ – „მაიამი“ 124:86 (30:23, 39:22, 24:18, 31:23)

https://www.youtube.com/watch?v=FJUPrLyZDcQ

„დენვერი“ – „გოლდენ სტეიტი“ 111:142 (38:51, 22:28, 23:33, 28:30)

https://www.youtube.com/watch?v=HjAkrZHuG8M

„ლეიკერსი“ – „ჩიკაგო“ 107:100 (19:18, 25:25, 32:25, 31:32)

0.140589