ჭადრაკი

0:37 | 16.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

წარმატებული დებიუტი

საერთაშორისო ოსტატ ნიკოლოზ მანაგაძის გამარჯვებით დასრულდა თბილისის ჭადრაკის სასახლეში გამართული საქართველოს პირველობა სენიორთა შორის. ჩემპიონატის დებიუტანტმა ასპარეზობა მარცხის გარეშე განვლო და 7-დან 6 ქულით მიუწვდომელი აღმოჩნდა მეტოქეებისათვის.

5-5 ქულით II-IV ადგილები გაინაწილეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განლაგდნენ: 2. ფრიდონ ყალაგაშვილი, 3. ციალა ქასოშვილი, 4. ვარლამ ვეფხვიშვილი, 5. მიხეილ ჭიპაშვილი, 6. გიორგი ხომერიკი.

ქალთა პირველობაზე უძლიერესის ტიტული საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა ციალა ქასოშვილმა მოიპოვა 7-დან 5 ქულით. მეორე ადგილი 4.5 ქულით გიული ალიხანიშვილმა დაიკავა, ხოლო მესამეზე 4 ქულით თამარ ჭანტურია განთავსდა.

www.gcf.org.ge

0.130294