ბრიტანელ ჩოგბრთელს კატი ბულტერს დაავიწყდა, რომ ავსტრალიის ღია პირველობაზე წესები შეიცვალა.
გადამწყვეტი სეტის ტაი-ბრეიკზე ბულტერი რუს ეკატერინა მაკაროვას 6:4-ს უგებდა და როდესაც მეშვიდე ქულა მოიპოვა, შეხვედრა მოებული ეგონა. კატი ბადისკენ წავიდა რათა მოწინააღმდეგისთვის ხელი ჩამოერთვა.
ავსტრალიის ღია პირველობაზე ახალი წესების მიხედვით გადამწყვეტი სეტის ტაი-ბრეიკი 7-ის ნაცვლად 10 ქულამდე გრძელდება. საბოლოოდ ბრიტანლემა 10:6 მაინც მოიგო.